|
2024-02-26 19:16:42, 738 ნახვა
მსოფლიო
ორბანი - უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს დაამტკიცებს
უნგრეთი შვედეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადს დაამტკიცებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პარლამენტში კენჭისყრამდე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ორბანი აღნიშნავს, უნგრეთსა და შვედეთს შორის განსხვავებული მოსაზრებები რჩება, თუმცა ისინი აზრთა სხვადასხვაობებს გაგებით უყურებენ. „ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ გაწევრიანება უნდა მოხდეს. ნატო თავდავითი ალიანსია. ჩვენ ვქმნით ალიანსს, რათა დვიცვათ საკუთარი თავი გარედან თავდასხმისგან. ამაზე სერიოზული ვალდებულება არ არსებობს. შვედურ-უნგრული სამხედრო თანამშრომლობა და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანება გააძლიერებს უნგრეთის უსაფრთხოებას. შესაბამისად, მე ვთხოვ კანონმდებლებს, დღევანდელ კენჭისყრაზე დაამტკიცონ კანონპროექტი ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების შესახებ“, - განაცხადა ორბანმა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)