|
2024-02-26 10:00:43, 632 ნახვა
საზოგადოება
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში „საქმიანი ეზო“ მოეწყო
გურიის რეგიონი ერთ-ერთია იმ სამ სამიზნე რეგიონს შორის, სადაც კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტი - ECO.Georgia ხორციელდება. პროექტის ფარგლებში „საქმიანი ეზო” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მოეწყო. ეს რეგიონში მეოთხე „საქმიანი ეზოა“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას მოემსახურება. ეროვნულ სატყეო სააგენტოს აღებული აქვს პასუხისმგებლობა, მოსახლეობა უზრუნველყოს ორგანიზებული ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული საშეშე მერქნით. სააგენტოს დაწყებული აქვს მუშაობა ახალი სერვისების დანერგვაზე, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას, გამარტივებულად შეიძინოს სათბობი შეშა და ტრანსპორტირების მომსახურებითაც ისარგებლოს. „საქმიანი ეზოებიდან მოსახლეობა შეძლებს საშეშე მერქნის შეძენას უკვე დამზადებული პროდუქტის სახით. გეგმის მიხედვით, „საქმიანი ეზო“ ყველა მუნიციპალიტეტში მოეწყობა და შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსებით აღიჭურვება. ჩვენ შევისყიდეთ სპეციალური დანიშნულების ტექნიკაც. წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 70 „საქმიანი ეზო“ იქნება მოწყობილი“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ. აღსანიშნავია, რომ ხე-ტყის დამზადებისა და მიწოდების ერთაინი გამართული სისტემის დანერგვის მიზნით, დღეის მდგომარეობით მოწყობილია 54 „საქმიანი ეზო“. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, 2024 წლის ბოლომდე სამუშაოები, დამატებით, 16 ობიექტზე განხორციელდება. კლიმატის მწვანე ფონდის, გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებით, საქართველოს ტყის სექტორის მხარდაჭერის პროექტის - ECO.Georgia ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელია ეროვნული სატყეო სააგენტო. პროექტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში მოიცავს 8 სამიზნე მუნიციპალიტეტს საქართველოს 3 რეგიონში და მიზნად ისახავს საქართვლოს ტყეებზე ზეწოლის შემცირებას, ტყის მდგრადი მართვისთვის საჭირო ყველა ღონისძიების განხორციელების გზით. ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)