|
2024-02-22 21:33:54, 821 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია სოფელ იმირის ნამოსახლარში „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიურ კომპლექსში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ იმირის ნამოსახლარში „გადაჭრილი გორის“ არქეოლოგიურ კომპლექსში, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. „ვიტყოდი, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ადგილია. კვლევების და არქეოლოგიური გათხრების შედეგად, სწორედ აქ იქნა აღმოჩენილი ყურძნის წიპწა, ასევე თიხის ჭურჭლის ნიმუშები, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს და ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ისტორიის აღიარებას. თქვენ იცით, რომ 2014 წელს დავიწყეთ ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტი. 2017 წელს ამერიკელი მეცნიერის, პატრიკ მაკგოვერნის მიერ გამოქვეყნებული სტატიით დადასტურდა საქართველოს ღვინის წარმოების 8000 წლოვანი ისტორია. ჩვენ ვაგრძელებთ ქართული ვაზისა და ღვინის კვლევის პროექტს“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ. არქეოლოგიური ძეგლის დაცვისა და განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტი, ობიექტის გადახურვას, საგზაო და საინჟინრო ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს. ძეგლის დათვალიერება, გარემოსა და ლანდშაფტის აღქმა შესაძლებელი იქნება საფეხმავლო პანდუსით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისამდე დასრულდება. მომდევნო ეტაპზე დაიწყება ტერიტორიის კეთილმოწყობა. „გადაჭრილი გორა“ იქნება მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ასევე - საგანმანათლებლო-სამეცნიერო ზონა, სადაც არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება. იმირის „გადაჭრილი გორა“ ქვემო შულავერის ჯგუფის ნამოსახლარებში ერთიანდება და ადრესამიწათმოქმედო ძეგლების უადრესი ნიმუშია. თარიღდება ძვ. წ. VI-V საუკუნეებით. არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ ჩატარებული სამუშაოების მხარდამჭერები არიან საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)