|
2024-02-22 12:36:27, 573 ნახვა
საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მენეჯმენტის გეგმის მიზანია ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიებისთვის განისაზღვროს გრძელვადიანი მიზნები და მის მისაღწევად აუცილებელი მართვის შესაბამისი მიდგომები და კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც აღნიშნული დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციამ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში უნდა განახორციელონ. „შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული მხარეები ესწრებოდნენ. დისკუსიის ფორმატში გაიმართა მსჯელობა, გამოითქვა შენიშვნები და რეკომენდაციები, რომელთა ნაწილი გათვალისწინებული იქნება დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის პროექტი საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში შემუშავდა. დოკუმენტი მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოტონის“ ეროვნული კონსულტანტების გუნდის მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა საქართველოს კანონის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მოთხოვნების და საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 12 მარტის #110 ბრძანებით დამტკიცებული დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის სტრუქტურის, შინაარსისა და თემატური ნაწილების შემუშავების მეთოდოლოგიის მომზადების ეტაპებისა და პროცედურების შესახებ დებულების შესაბამისად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)