17:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-20 16:29:31, 896 ნახვა

მსოფლიო
შვედეთი უკრაინას დამატებით 630 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

შვედეთი უკრაინას დამატებით 630 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს: 10 სადესანტო შემტევ კატერს, 20 სადესანტო კატერს, წყალქვეშა აღჭურვილობას, საჰაერო სისტემებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო ჭურვებს, სამედიცინო აპარატურას და სასწრაფო დახმარების მანქანებს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, ტობიას ბილსტრომის თქმით, ახალი მხარდაჭერის პაკეტი სპეციალურად უკრაინის საჭიროებების შესაბამისად არის შექმნილი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გამოყოფილი დახმარება მეომრების საჭიროებებს აკმაყოფილებს.

"ეს [მხარდაჭერის პაკეტი] არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის მდგრადობაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ და ძლიერი ინვესტიცია ევროპაში მშვიდობისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics