|
2024-02-17 12:04:14, 958 ნახვა
საზოგადოება
საქართველო რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას შეუერთდა
საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას (IRMIS) შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მფლობელობაში არსებული გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებიდან გამოსხივების მაჩვენებლები ავტომატურად მიეწოდება IRMIS სისტემას და მიმდინარე რეჟიმში აისახება საერთაშორისო რუკაზე. საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით შექმნილი IRMIS სისტემა მნიშვნელოვანი მექანიზმია ბირთვული ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების ადრეული შეტყობინებისა და რეაგირების მართვის პროცესში. სისტემაში ჩართული სახელმწიფოების მონაცემები ბუნებრივი რადიაციული ფონის მიმდინარე რეჟიმში მონიტორინგისა და შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროული მიღების შესაძლებლობას იძლევა. „IRMIS სისტემაში ჩართვა ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ“, - აღნიშნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ხატია ჯიქურიძემ. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინციდენტებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამგვარი ჩართულობა მნიშვნელოვნად აძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას მოსახლეობისა და გარემოს დაცვის მიზნებისთვის. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებზე განხორციელებული ტექნიკური ღონისძიებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად, საქართველომ შეიძინა IRMIS სისტემის რიგით 50-ე კონტრიბუტორი სახელმწიფოს სტატუსი.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)