18:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-16 16:27:44, 817 ნახვა

მსოფლიო
რინკევიჩი - ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა, ეს ფაქტია

ალექსეი ნავალნი კრემლმა მოკლა, ეს ფაქტია, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ედგარს რინკევიჩმა ნავალნის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.

„რასაც არ უნდა ფიქრობდეთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმის ნამდვილი ბუნების შესახებ. ჩემი სამძიმარი მის ოჯახსა და მეგობრებს“, - წერს რინკევიჩი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics