19:34 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 17:00:52, 1004 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი სენატის გადაწყვეტილებაზე - აშშ-ის დახმარება საშუალებას გვაძლევს, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე რუსული ტერორისგან

მადლობელი ვარ ყველა ამერიკელი სენატორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის დახმარებას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირებულებებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის გადაწყვეტილებას.

ზელენსკის თქმით, ამერიკული დახმარება უკრაინას სამართლიან მშვიდობას მოუტანს და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც "ხელს შეუწყობს უფრო მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ყველა ამერიკელისთვის და თავისუფალი სამყაროსთვის".

"მადლობელი ვარ ჩაკ შუმერის, მიჩ მაკკონელისა და ყველა ამერიკელი სენატორის, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უკრაინის დახმარებას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და ღირებულებებისთვის, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

უკრაინაში აშშ-ის შემდგომი დახმარება საშუალებას გვაძლევს, გადავარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე რუსული ტერორისგან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ქალაქებში ცხოვრება გაგრძელდება და ომი დასრულდება.

ამერიკული დახმარება უკრაინას სამართლიან მშვიდობას მოუტანს და აღადგენს გლობალურ სტაბილურობას, რაც ხელს შეუწყობს უფრო მეტ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას ყველა ამერიკელისა და თავისუფალი სამყაროსთვის", - წერს ზელენსკი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა უკრაინის დაფინანსების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, ისრაელისთვის და ტაივანისთვის 95,3 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, საიდანაც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარი, ისრაელისთვის 14 მილიარდი, ღაზას, უკრაინისა და დასავლეთ სანაპიროს ჰუმანიტარული დახმარებისთვის 9 მილიარდი და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეების მხარდასაჭერად 4,8 მილიარდი დოლარი გამოიყოფა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics