21:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-11 16:56:16, 1109 ნახვა

მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანი და ლიბანი ადასტურებენ, რომ ომი არ არის გამოსავალი - მის გაფართოებას არასდროს ვცდილობდით

ირანი და ლიბანი ადასტურებენ, რომ ომი არ არის გამოსავალი და ჩვენ არასდროს ვცდილობდით მის გაფართოებას,- ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა ლიბანელ კოლეგასთან, აბდალა ბუ ჰაბიბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირაბდოლაჰიანმა გააფრთხილა ისრაელი, არ გადადგას ნაბიჯი ლიბანის წინააღმდეგ, რაც მისი თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს "ბოლო დღე" იქნება.

"ნებისმიერი ნაბიჯი, რომელსაც "სიონისტური რეჟიმი" გადადგამს ლიბანზე ფართო თავდასხმისკენ, იქნება ნეთანიაჰუს ბოლო დღე და დაასრულებს სტატუსკვოს რეგიონში. ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე განვითარებულ მოვლენებს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა პოლიტიკური გადაწყვეტისა",- განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ირანმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გასული ოთხი თვის განმავლობაში ისრაელსა და "ჰამასს" შორის  მიმდინარე ომსა და "ჰეზბოლას" შესახებ ისაუბრეს, რა დროსაც ვაშინგტონმა თეირანს "სთხოვა, მოუწოდოს "ჰეზბოლას", სრულად არ ჩაერთოს ისრაელის წინააღმდეგ ომში".

მინისტრის თქმით, ღაზაში საომარი მოქმედებების პოლიტიკურ გადაწყვეტასთან დაკავშირებით, თეირანი მოლაპარაკებებს საუდის არაბეთთან აწარმოებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics