11:11 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 23:16:04, 1596 ნახვა

ომი უკრაინაში
უმეროვი - ბელგია უკრაინის უსაფრთხოებისთვის, 2024 წელს, 611 მილიონ ევროს გამოყოფს

ბელგია უკრაინის უსაფრთხოებისთვის, 2024 წელს, 611 მილიონ ევროს გამოყოფს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

როგორც უმეროვი აღნიშნავს, ბელგიამ უკრაინის თავდაცვის ძალების მოდერნიზებაზე ვალდებულება აიღო. 

"პროდუქტიული საუბარი გვქონდა ბელგიის თავდაცვის მინისტრთან, ლუდივინ დედონდერთან. განვიხილეთ ფრონტის ხაზზე ბოლო მოვლენები და ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები. მადლობა ბელგიას სამხედრო საჰაერო ძალების კოალიციაში მონაწილეობისთვის, მათ შორის პილოტების მომზადების პროგრამაში. ძალიან ვაფასებ ბელგიელი პარტნიორების ურყევ მხარდაჭერას. ბელგია გეგმავს 611 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების გაწევას წელს და აქვს გრძელვადიანი ვალდებულება მხარი დაუჭიროს ჩვენი თავდაცვის ძალების მოდერნიზაციას", - წერს უმეროვი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ დაბრუნდა ქურდული ესთეტიკა TikTok-სა და მოზარდების სხეულებზე
500-ზე მეტმა უკრაინულმა დრონმა რუსეთის 20 რეგიონს შეუტია
ყირიმში ელექტროენერგიის გათიშვა უკრაინის თავდასხმის შემდეგ მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა კიევში საცხოვრებელი სახლები ამ კვირაში მეორედ დაბომბეს, 11 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics