10:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-22 09:24:31, 658 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული გამოცემა TACC-ი ავრცელებს.

TACC-ის ცნობით, სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომელიც 24 იანვრამდე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს ყოველკვარტალურ ღია დებატებშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებას, მათ შორის პალესტინის საკითხს შეეხება.

გამოცემის ცნობითვე, სერგეი ლავროვი უშიშროების საბჭოს სხდომასაც დაესწრება, რომელზეც უკრაინის საკითხები განიხილება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
ტრამპმა მხარი დაუჭირა ლინდსი გრემის კანონპროექტს, რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ“ სანქციებზე
უკრაინამ ბაშკორტოსტანში ბოლო მსხვილი ბენზინის მწარმოებელს და ყუბანში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყა
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics