10:00 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-17 15:16:23, 1063 ნახვა

საზოგადოება
მერიაში წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ ახალ კონტრაქტორებთან შეხვედრა გაიმართა

​თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი ახალი კონტრაქტორი კომპანიების დირექტორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების დეტალები განიხილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„ბლექ სი გრუპის“ დირექტორის, ამირან მამუჭაძის განცხადებით, კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას, საგზაო სამუშაოები დათქმულ ვადაში ყველა სტანდარტის დაცვით განხორციელდეს.

„ჩვენმა კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით 31 იანვრის ჩათვლით, წერეთლის გამზირზე, სტანისლავსკიდან ერისთავის ქუჩის მონაკვეთზე, საგზაო სამუშაოები უნდა განხორციელდეს. არაერთხელ ჩატარებულა გამოკითხვა ფასთა კვლევის მიზნით, მიგვიღია მონაწილეობა როგორც მერიის მხრიდან გამოკითხვაში, ისე სხვა დამკვეთებისგანაც. ამ გამოკითხვის დროს შეირჩა ჩვენი კომპანია. ამჟამად, არ გვქონდა მიმდინარე პროექტები. პირადად ჩემი ხელმძღვანელობით განვახორციელებ ამ პროექტს. დარწმუნებულები ვართ, ყველა სტანდარტის დაცვით, დამკვეთს სამუშაოები შესაბამის დროში ჩავაბაროთ“, - განაცხადა ამირან მამუჭაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დემოკრატი სენატორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოუწოდებს „ლინდსი გრეჰემის ხსოვნისადმი“
ირანი აცხადებს, რომ ქუვეითში ამერიკული HIMARS-ის რაკეტმზიდები გაანადგურა
გარემოს ეროვნული სააგენტო -თელავში მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავისხევის აუზში ღვარცოფული პროცესების მკვეთრი გააქტიურება გამოიწვია
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics