14:02 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 23:57:59, 708 ნახვა

მსოფლიო
კირბი - აშშ მზადაა, ძალადობასთან გამკლავებისთვის ეკვადორთან იმუშაოს, თუმცა ჯარების გაგზავნას არ ვაპირებთ

აშშ მზადაა, ძალადობასთან გამკლავებისთვის ეკვადორთან იმუშაოს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც კირბი აღნიშნავს, აშშ აკონტროლებს ეკვადორში მიმდინარე სიტუაციას და მზადაა, ითანამშრომლოს ეკვადორის მთავრობასთან ძალადობის დასაძლევად, თუმცა გამორიცხავს აშშ-ისგან სამხედრო მხარდაჭერას.

„ჩვენ მზად ვართ, გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ეკვადორის მთავრობასთან ჩვენი თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად, რადგან ისინი ძალადობასთან გამკლავებაზე მუშაობენ. ჩვენ არ გვქონია კონკრეტული საუბარი იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს, მაგრამ ხაზგასმით ვიტყვი, აშშ არ აპირებს სამხედრო ჯარების გაგზავნას ან რაიმე მსგავსს”, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics