13:39 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-08 23:34:50, 1004 ნახვა

საზოგადოება
ჯაღმაიძე - მიმაჩნია, რომ იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ - შეეცდებიან, ქართული ეკლესია დააკნინონ

დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას. გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

როგორც ჯაღმაიძე აღნიშნავს, მას მიაჩნია, რომ "იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ, შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია".

„მიმაჩნია, რომ იწყება კიდევ ერთი ტალღა ეკლესიის წინააღმდეგ. შეეცდებიან, დააკნინონ ქართული ეკლესია.

200 პროექტი განახორციელა საპატრიარქომ წელს, რომელიც ეხებოდა კომუნისტურ პერიოდში მოწამე ქართველ წმინდანებს, დახვრეტილებს, დევნილებს, არცერთი მათგანი არ გაუშუქებიათ იმ ტელევიზიებს, რომლებმაც შობის დღესასწაულის მოგონილი სკანდალით გადაფარვა სცადეს. დავუკვირდეთ, ვინ იმეორებს ბოლშევიკურ გზას? გავიხსენოთ, საეკლესიო დღესასწაული როდის გააშუქეს მათ სათანადოდ, სკანდალის გარეშე?", - წერს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, 6 იანვარს, დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ხატის ფოტოები, რომელიც მისი განცხადებით, თბილისში, სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და მასზე საბჭოთა დიქტატორი იოსებ სტალინია გამოსახული. მოგვიანებით, ხატის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში პოლიტიკოსმა, გიორგი კანდელაკმაც გაავრცელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე- კასრების იმედზე რომ დაიწყეს ომი, იმიტომაც დაამთავრეს ორ დღეში მარცხით 2008 წელს
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics