|
2024-01-08 16:32:24, 1385 ნახვა
საზოგადოება
აზარაშვილი - მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოფთ მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით
მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოსახლეობას ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ფარმაცევტულ რეფორმაზე მუშაობისას, საერთაშორისო ექსპერტებმა რეკომენდაცია გასცეს, რეფერენტული ფასწარმოქმნა, ძვირადღირებულ ონკოლოგიურ მედიკამენტებს არ შეხებოდა და სახელმწიფოს, პირდაპირი მოლაპარაკებების გზით, უშუალოდ მწარმოებლებისგან შეესყიდა. „უკვე კონკრეტული და ხელშესახები შედეგები გვაქვს, მნიშვნელოვნად ვზოგავთ სახელმწიფო ბიუჯეტს და ამან შესაძლებლობა მოგვცა, რომ მიმდინარე წელს, სრულად უზრუნველვყოთ ონკოლოგიური პაციენტები მედიკამენტებით. რაც შეეხება ქრონიკულ მედიკამენტებს, ასევე, სრულად უზრუნველვყოფთ ჩვენს მოქალაქეებს. ეს, დაახლოებით, 400 000 ადამიანს შეეხება. შესაბამისი ბიუჯეტი და პროცედურული ნაწილი უკვე დასრულებულია და მიმდინარე თვიდან ამას შევძლებთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა, რომელმაც 5 ფარმაცევტული კომპანია, შეთანხმებული ქმედების გამო, 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. „ფაქტი საკმაოდ ცხადი და მკაფიოა. კონკრეტულად ვხედავთ, კომპანიებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ იყო მიმართული. ისინი ხელოვნურად გაზრდილი ფასებით, ცდილობდნენ, ბიუჯეტიდან მომხდარიყო გაცილებით მეტი თანხის გადახდა. მედიკამენტები, ზოგ შემთხვევაში 3-ჯერ, 4-ჯერ იყო გაძვირებული და სამწუხაროდ, პაციენტები რჩებოდნენ წამლების გარეშე, რადგან ნაადრევად ხდებოდა ლიმიტების ამოწურვა. ასეთი მკაცრი რეაგირების შემდეგ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტი, ჩვენს ქვეყანაში აღარ განმეორდება. თუმცა, მაქსიმალურად ყურადღებით ვართ. სპეციალური ბაზებიც გვაქვს შექმნილი, ყოველდღიურად ვუწევთ მონიტორინგს როგორც ონკოლოგიურ, ისე ყველა სხვა მედიკამენტის ბრუნვას ფარმაცევტულ ბაზარზე, მათ ნაშთებს, რათა არ მოხდეს ბაზარზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა“, - განახადა აზარაშვილმა.
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)