|
2024-01-04 15:29:44, 1021 ნახვა
მსოფლიო
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 81-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად გზები და საკომუნიკაცი სისტემები განადგურდა, ხოლო დაზარალებული ტერიტორიების დისტანციური მდებარეობა ართულებს სამაშველო სამუშაოებს. გამოცემის ცნობითე, მოქალაქეების ნაწილის ნანგრევებიდან ამოყვანა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. "ჩვენ მთელ ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადავარჩინოთ ამ საღამომდე, როცა კატასტროფიდან 72 საათი გავა", - განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ. შეგახსენებთ, რომ 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ნოტოს ნახევარკუნძულზე 1-ელ იანვარს მოხდა, რის შედეგადაც განადგურდა სახლები, დააზიანა ინფრასტრუქტურა, მოწყვიტა ტერიტორიის ნაწილი საჭირო დახმარებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)