18:14 - 13 Jul, 2026
|
2023-12-26 13:02:11, 649 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმყოფებოდა
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში იმყოფებოდა. მინისტრს აკადემიის რექტორმა, ზურაბ ზუბადალაშვილმა უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაური აკადემიაში სასწავლო პროცესს გაეცნო, მსმენელებს გაესაუბრა და მათ წარმატებები უსურვა. "შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის ინფრასტრუქტურა, საგამოცდო და სიმულაციური სწავლების სივრცეები, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი და ვირტუალური ტირი დაათვალიერა. ასევე, განახლებული საცურაო აუზი, სპორტული დარბაზი და სასადილო მოინახულა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აკადემიის რექტორისგან სამომავლო გეგმებისა და განსახორციელებელი პროექტების შესახებ მიიღო ინფორმაცია",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
პაპუაშვილი ელისაშვილის წინააღმდეგ: ტერორისტებიც ამბობენ, რომ უსამართლობას ებრძვიან
“მცირე ბიზნესის ჯაჭვი” - საქართველოს ბანკი ახალი ინიციატივით ბიზნესებს შორის თანამშრომლობას აძლიერებს
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში, ივნისის თვეში, 600 მეწარმე ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)