19:20 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-25 11:46:48, 819 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული

დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ამ დროისთვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ კი, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

"დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული. "საქართველოს რკინიგზა" მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

ამ დროისთვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. "საქართველოს რკინიგზა" ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე", - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics