21:20 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 18:52:45, 724 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის საგარეო მინისტრი - სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობასთან ძალიან ახლოს ვართ

ძალიან ახლოს ვართ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობასთან, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ფიდანმა აღნიშნა, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობები ნორმალიზდება, ეს თურქეთის სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას გამოიწვევს.

„სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ყველა მხარემ უნდა იბრძოლოს მშვიდობისთვის. სამწუხაროდ, სომხური ლობი დასავლეთში ცდილობს გარკვეული ქსელების შექმნას აზერბაიჯანის წინააღმდეგ. უკეთესი იქნება, თუ ეს ქვეყნები იმუშავებენ აზერბაიჯანულ-სომხური ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ასევე, ძალიან ვაფასებთ ბოლო შეთანხმებას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ძალიან ახლოს ვართ მშვიდობასა და სტაბილურობასთან რეგიონში. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონტაქტებს აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით“, - განაცხადა ჰაქან ფიდანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics