23:13 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-10 17:29:26, 1274 ნახვა

მსოფლიო
პუტინი - დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს რუსეთი - ისინი წარმატებას ვერასდროს მიაღწევენ

დასავლეთი ცდილობს, გაანადგუროს რუსეთი - ისინი ვერასდროს მიაღწევენ წარმატებას,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის თქმით, რუსეთს ეგონა, რომ უკრაინის ირგვლივ ვითარება თავისით დამშვიდდებოდა, თუმცა, "ასე არ მოხდა და მოსკოვი იძულებული გახდა, ხალხს დახმარებოდა".

"გავაფორმეთ მინსკის შეთანხმებები. მათ თქვეს - "ჩვენ მზად ვართ, შევასრულოთ ისინი". ჩვენ ეს გვსურდა.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმაც თქვეს - "ჩვენ არ გვიფიქრია მის შესრულებაზე, ხელი მოვაწერეთ მხოლოდ უკრაინის საომარი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად".

ჰქონდათ რუსეთის განზე გაწევის, მისი დასუსტების მცდელობა. საბოლოოდ მისი განადგურების. მათ არაფერი გამოუვათ, არასდროს",- ამბობს პუტინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics