13:57 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 17:31:53, 1088 ნახვა

საზოგადოება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, გორგოძემ აღნიშნული გადაწყვეტილება პირადი მიზეზის საფუძველზე მიიღო და ის PISA-ს კვლევას არ უკავშირდება.

"პირადი მიზეზის საფუძველზე ითხოვა გათავისუფლება 1-ელი იანვრიდან. ვრცელდება დეზინფორმაცია, რომ ეს PISA-ს კვლევას უკავშირდება, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება",- უთხრეს "ექსპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, მოსწავლეთა შეფასების საერთაშირისო პროგრამამ (PISA) 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო წაკითხულის გააზრებაში, 81 ქვეყანას შორის 67-ე, მათემატიკაში მე-60, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში კი 66-ე ადგილზეა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics