14:47 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-06 15:22:39, 760 ნახვა

საზოგადოება
ვაშაძე კალაძეს - ახლა გზაში ვარ, აშშ-ში მივემგზავრები, ხვალ გიპასუხებ საქმიანად - მანამდე გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობის შედეგია

ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია,- ასე გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას.

ვაშაძის თქმით, ევროპის დედაქალაქებში 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება, თუმცა სატრანსპორტო კოლაფსი არ იქმნება.

"კახი, ახლა გზაში ვარ, მივემგზავრები აშშ-ში, ვაშინგტონის უსაფრთხოების ფორუმზე, ხმაც ცუდად ისმის თვითმფრინავში. ვიღებ შემოთავაზებას და საქმიანად ხვალ გიპასუხებ, მანამდე კი გეტყვი, რომ საცობები არაკომპეტენტურობისა და არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგია და 600 ათასი ავტომობილი არც არის ქალაქში. ევროპის დედაქალაქებში ამაზე 2-ჯერ მეტი ტრანსპორტი გადაადგილდება და დღეში საშუალოდ ცხოვრების 3 საათს საცობში არავინ ატარებს",- ამბობს ვაშაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 6 დეკემბერს თბილისის მერი კახა კალაძე, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, "სისტრასთან“ დაკავშირებით "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვაშაძეს წარმოდგენა არ აქვს, სატრანსპორტო პოლიტიკა რა არის და რა უნდა გაკეთდეს ამ მიმართულებით".

აღსანიშნავია, რომ მანამდე, "სტრაგეტია აღმაშენებლის" ლიდერი ამბობდა, რომ თბილისის მერია სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით კომპანია "სისტრას“ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics