21:23 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 17:52:53, 823 ნახვა

ეკონომიკა
გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის თავმჯდომარეობით, თბილისში, 5 დეკემბერს, ტრასეკას ეროვნული მდივნების სხდომა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (ტრასეკა) სამდივნოს ორგანიზებით ჩატარდა.

"სხდომის ფარგლებში, ტრასეკას წევრი ქვეყნების დელეგაციებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული რიგი საკითხებისა, მათ შორის ტრასეკას 2022 – 2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების მდგომარეობა და სამომავლო ნაბიჯები. წევრი ქვეყნების ეროვნული მდივნები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობის და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებაზე.

თავის გამოსვლაში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა გურამ გურამიშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ტრასეკას დერეფნის განვითარებაში და მის აქტიურ ჩართულობას ტრასეკას ფარგლებში მიმდინარე საპილოტე ინიციატივებსა და პროექტებში.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან სახელმწიფო ინვესტიციებს ახორციელებს ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე, რომლის განხორციელების შემდეგ, მას შეეძლება მოემსახუროს ტრასეკას დერეფანში გამავალ ტვირთებს და ამით ხელი შეუწყოს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის სატრანსპორტო ნაკადების ინტენსიფიკაციას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2023 წელს ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანაა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ რეზოლუციის პროექტს
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
„თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
"საქართველოს ბანკის" მობილბანკიდან უცხოურ ბანკში გადარიცხვების ფუნქციონალი სრულად განახლდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics