01:28 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-05 13:03:05, 961 ნახვა

მსოფლიო
WSJ - ისრაელი „ჰამასის“ გვირაბების დატბორვას გეგმავს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) "ჰამასის" გვირაბების დატბორვას გეგმავს.

როგორც ამერიკული გამოცემა წერს, ისრაელმა იძულებთ გადაადგილებული პირების ბანაკის, აშ-შატის ჩრდილოეთით, სულ მცირე, 5 სატუმბი სისტემა დაამონტაჟა.

WSJ-ის ცნობით, ათასობით კუბური მეტრი წყლის გვირაბებში გაშვების შემთხვევაში, მთელი ქსელის დატბორვა რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი.

ჯერჯერობით უცნობია, გამოიყენებს თუ არა ისრაელი ამ მეთოდს, რადგან ღაზას სექტორში "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს მძევლად აყვანილი ადამიანები ჯერ კიდევ რჩებიან.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა ისრაელელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ "ისრაელის არმია მუშაობს, რათა გაანადგუროს "ჰამასის" ტერორისტული პოტენციალი და ამისთვის სხვადასხვა სამხედრო თუ ტექნოლოგიურ საშუალებებს იყენებს".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics