|
2023-11-21 17:01:56, 1062 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ასეულის მეთაური ხატია გოგალაძე საპატიო სიგელით დააჯილდოვა
თავდაცვის ძალებში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს. უწება მაქსიმალურად უწყობს ხელს ქალი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიულ განვითარებასა და მათ კარიერულ ზრდას. თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მე-11 ქვეითი ბატალიონის საბრძოლო მხარდაჭერის ასეულის მეთაურს, უფროს ლეიტენანტ ხატია გოგალაძეს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ხატია პირველი ქალია, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი და ამჟამად ის ერთადერთი ქალი სამხედროა, რომელიც საბრძოლო ქვედანაყოფში ასეულის მეთაურის პოზიციაზე მსახურობს. „თავდაცვის მინისტრის მოადგილემ უფროს ლეიტენანტ ხატია გოგალაძეს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ბოლო სპორტული მიღწევა მიულოცა. ხატიამ ჩოგბურთში გამართულ ტურნირზე „ლოპოტას თასი 2023“ პირველი ადგილი დაიკავა. გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის მინისტრის სახელით, ხატია გოგალაძეს სპორტული წარმატებისთვის საპატიო სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა. 26 წლის უფროსი ლეიტენანტი ხატია გოგალაძე მე-11 ქვეით ბატალიონში საბრძოლო ასეულის მეთაურია. ხატია თავდაცვის ძალებში 2014 წლიდან მსახურობს. მან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა, შემდეგ კი, უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი ქვეითის სპეციალობით გაიარა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)