23:12 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 15:12:23, 678 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილი კლერ ჰარასტის შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლობის დირექტორს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კლერ ჰარასტიმ, ზურაბ აზარაშვილს, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა, საქართველოსთან, კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს.

„გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი უფლებების დაცვის კუთხით, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა.

ზურაბ აზარაშვილმა, ხაზი გაუსვა, გასულ წელს, სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნების შესახებ მიღებულ რეგლამენტს, რომელიც სხვადასხვა ობიექტზე პირველი დახმარების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics