23:12 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 14:25:42, 628 ნახვა

საზოგადოება
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგნელებს შეხვდნენ

​დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ევროპის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, ღონისძიებას დასავლეთ საქართველოს საოლქო და ქუთაისის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები, საქართველოში საფრანგეთის, იტალიის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ნიდერლანდების სამეფოს, ლატვიის და პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოების პოლიციის ატაშეები და მეკავშირე ოფიცრები ესწრებოდნენ.

„პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. ყურადღება გამახვილდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საზღვრის კვეთისას გავრცელებულ დანაშაულებზე და მათზე რეაგირების საკითხებზე. სტუმრებმა თავის მხრივ პროკურატურის წარმომადგენლებს მათი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics