01:28 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 14:19:39, 652 ნახვა

საზოგადოება
რატი ბრეგაძე - ჩვენ ვაგრძელებთ სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას

ჩვენ ვაგრძელებთ სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, 2023 წელს სანოტარო მომსახურების უფრო მეტად ხელმისაწვდომობისთვის ბიუროები დამატებით ქარელსა და ბათუმში გაიხსნა, რიგ ქალაქებში კი, სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.

„ჩვენ ვაგრძელებთ სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას და, ასევე, რა თქმა უნდა, გვსურს, რომ განვითარდეს სანოტარო მომსახურება რაც შეიძლება კიდევ უფრო მეტად. სწორედ ამისთვის, ასევე, ვაფუძნებთ კვლევით ცენტრს, რომელიც დაკავებული იქნება იმ აქტუალური საკითხების კვლევით, რაც შეეხება სანოტარო მომსახურებას და, ზოგადად, ნოტარიატის ადგილს სახელმწიფოს სისტემაში“, - განაცხადა ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics