02:34 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-17 10:50:26, 623 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში ლიფტების რეაბილიტაცია გრძელდება

​გლდანის რაიონის გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობის საკუთრებაში არსებული ლიფტების დაფინანსება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე, გამგეობამ 43 ლიფტის რეაბილიტაცია დაასრულა, რისთვისაც 1 766 370 ლარი დაიხარჯა. ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები ამ ეტაპზე კიდევ 6 მისამართზე მიმდინარეობს.

„ლიფტის რეაბილიტაცია დასრულდა გლდანის VI მიკრორაიონის N 6 კორპუსის I და II მიკრორაიონის N32 კორპუსის III სადარბაზოში. სამუშაოების ფარგლებში შეიცვალა როგორც ლიფტის კაბინა, ასევე, მართვის კოლოფი. ორივე მისამართზე სამუშაოებისთვის 93 793 ლარი დაიხარჯა . გარდა ამისა, აღნიშნულ კორპუსებში გამგეობამ სხვადასხვა პროექტი განახორციელა.

"ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, გამგეობამ აღნიშნული სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. დასრულებულ სამუშაო პროცესს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics