03:41 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-15 14:26:09, 637 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ვარკეთილში კიდევ ერთი სკვერი რეაბილიტირდა

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა სამგორის რაიონში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

როგორც მან აღნიშნა, სარეაბილიტაციო სამუშაოები საცხენისის ქუჩა N20-ში, ნახევარ ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.

„გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვარკეთილში, საცხენისის ქუჩის N20-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე, რომლის ფართობი ნახევარი ჰექტარია,  სრულად განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო საბავშვო მოედანი, საფეხმავლო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები და განთავსდა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა. ძალიან კარგია მსგავსი პროექტების განხორციელება ქალაქში. ჩვენს რაიონებსა და უბნებში ყველა ტერიტორია უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics