|
2023-11-13 10:19:03, 791 ნახვა
სამართალი
გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცობით, ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ, ბაკურ აბულაძემ გახსნა. შეხვედრაზე გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ჩართულ უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობას. „ბაკურ აბულაძის განაცხადებით, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ამ პროცესში ჩართულნი არიან სხვადასხვა კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დანაშაულის პრევენციის, მონიტორინგის, გამოვლენის, გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდის და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ კომპეტენტურ უწყებებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით შეიქმნა. სამუშაო ჯგუფი საქართველოს პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფების, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებისაგან შედგება. უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მიზანია გაფართოებული შეხვედრების ფორმატში იმსჯელოს ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა საქართველოში გავრცელებული ფულის გათეთრების დანაშაულის ტიპოლოგიების ანალიზი, მაღალი რისკების სფეროების იდენტიფიცირება, არსებული ეროვნული და საერთაშორისო რეკომენდაციები და მათი იმპლემენტაციის პროცესი, პრაქტიკული მაგალითების განხილვის პრინციპით დაგროვილი პრაქტიკის განზოგადება და ამ დანაშაულის გამოძიების/დევნის საკითხებზე ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვა. ფულის გათეთრების დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ამ მიზნით პროკურატურის მიერ სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა სახის აქტივობები. აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მიერ საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების პროცესში, საქართველოს პროკურატურის მიერ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გატარებული ღონისძიებები, ასევე, ფულის გათეთრების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით არსებული სტრატეგია პოზიტიურად შეფასდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)