12:58 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-31 10:13:41, 685 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი ჯგუფის“ ტექნოლოგიურმა გუნდმა უზბეკეთის AWS Game Day-ზე გაიმარჯვა

ტაშკენტში AWS-ის (Amazon Web Services) მიერ ორგანიზებულ GameDay გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საერთაშორისო ტექნოლოგიურმა გუნდებმა მიიღეს. 4 სხვადასხვა მიმართულების ინჟინრისგან დაკომპლექტებულმა "თიბისი ჯგუფის" გუნდმა დავალებები საუკეთესოდ შეასრულა.

GameDay შეჯიბრია, რომლის ძირითადი მიზანი გადაწყვეტილებების დანერგვის უნარის შემოწმებაა, რათა მონაწილეებმა რეალურ სამყაროში არსებული პრობლემების გადაჭრა რისკისგან თავისუფალ გარემოში ისწავლონ.

"თიბისი ჯგუფის" ტექ გუნდში შედიან: საბა საყვარელიძე (CloudOps ინჟინერი), დავით სამადაშვილი (SRE ინჟინერი), დავით გოგრიჭიანი (CloudOps ინჟინერი) და გიორგი სემენიხინი (სფეისის DevOps ინჟინერი).

„ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და როგორც გუნდი, უფრო დავახლოვდით. საინტერესო შეჯიბრება იყო, მოწინააღმდეგე გუნდებთან ვათანხმებდით რომ ერთმანეთის სერვისები გამოგვეყენებინა, რაც, საბოლოოდ, ყველას ეხმარებოდა. იყო მომენტები, როცა ვიბნეოდით, მაგრამ ბოლოს ყველამ ერთად ავიყვანეთ თავი ხელში. ოთხივემ იდეალურად გადავანაწინეთ როლები, რამაც საბოლოო შედეგი — პირველი ადგილი მოგვაპოვებინა",-  აცხადებს დავით სამადაშვილი.

"თიბისისთვის", როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს თანამშრომლების ტექნოლოგიურ განვითარებას და შეძენილი საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics