16:22 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-26 16:34:41, 594 ნახვა

საზოგადოება
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ლევან დარახველიძე უხელმძღვანელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის, ახლადშექმნილი დეპარტამენტის დირექტორად პოლიციის პოლკოვნიკი ლევან დარახველიძე დაინიშნა. ამ დრომდე მას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლევან დარახველიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში 2005 წლიდან  სხვადასხვა  თანამდებობაზე მუშაობდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა  ვახტანგ გომელაურმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლევან დარახველიძე  დღეს წარადგინა. ვახტანგ გომელაურმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის  ახლადშექმნილი დეპარტამენტისთვის განკუთვნილი შენობა გახსნა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics