16:23 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-23 17:44:22, 679 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძემ, 24 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება - საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

გენპროკურატურის ცნობით, კონფერენცია, რომელიც ხვალ, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" გაიმართება, არის ღია და მისი საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, მოწვეულნი არიან მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 5 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ. 

საქართველოს პროკურორთა კონფერენციის მიერ 2015 წლის 19 ოქტომბერს დამტკიცებული კონფერენციის რეგლამენტში, კონფერენციაზე ფარული კენჭისყრით ცვლილებების შეტანაც იგეგმება.

საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, რომლის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უფლებამოსილება უწყდება. საბჭოს წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი არ შეიძლება იყოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე, გენერალური პროკურატურის დეპარტამენტის უფროსი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორი.

"პროკურატურის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭო არჩეული 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 არის პროკურორი წევრი.

საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics