17:40 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 14:13:11, 762 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

უწყების ცნობით, კონკურსის მიზანი იუსტიციის სამინისტროს სისტემის საქმიანობაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერაა.

"პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია: სამინისტროსსისტემაში ინოვაციური სერვისების დანერგვის ხელშეწყობა; ადამიანისუფლებათა დაცვის გაძლიერება; სამართლებრივიუსაფრთხოების განმტკიცება.
 

პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა ნახევარი მილიონი ლარია, დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის კი, 30 000 ლარს შეადგენს.

საგრანტო წინადადებების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: granti@justice.gov.ge.

განაცხადების მიღება 20 ოქტომბერს დაიწყო. საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1-ელი დეკემბერი. 

იუსტიციის სამინისტრო საგრანტო კონკურსს ყოველწლიურად აცხადებს. გასულ წელს უწყებამ 17 საუკეთესო პროექტი დააფინანსა.

სამინისტროს წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მხარდაჭერას რეგულარულად ახორციელებენ",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

საგრანტო დოკუმენტაციის ჩამონათვალი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics