18:42 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-19 10:17:41, 757 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - დარწმუნებული ვარ „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ წარმატებაში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკში ირიგაციის და წყლის სექტორის მენეჯერ უინსტონ უისმთან და „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) ხელმძღვანელ რანუ შინჰასთან გამართულ შეხვედრაზე GRAIL-ის ტექნიკური და ტარიფის მეთოდოლოგიის საკითხები განიხილა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დასრულების ფაზაში მყოფ „საქართველოს ირიგაციის და მიწის ბაზრის განვითარების პროექტზე“. აღინიშნა, რომ პროექტის შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა, რაც სამუშაო პროცესში ფერმერების აქტიური ჩართულობითაც იყო განპირობებული.

ოთარ შამუგიამ მსოფლიო ბანკს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვან ახალ მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. პროექტის განხორციელების ეტაპზე აუცილებელია კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ეფექტიანად წარმართავს პროცესებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მსოფლიო ბანკის წარმომადგენლების ჩართულობა და მათგან რეკომენდაციების მიღება. წლების განმავლობაში მსოფლიო ბანკთან ნაყოფიერი და სანიმუშო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რაც მაძლევს საფუძველს, დარწმუნებული ვიყო „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ წარმატებაში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics