18:43 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-18 12:10:22, 684 ნახვა

საზოგადოება
სუხიშვილების ევროპული ტური დაიწყო - ანსამბლის გენერალური პარტნიორი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“ განაგრძობს ქართული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, „საქართველოს ბანკი“ სუხიშვილების გენერალური პარტნიორია.

10 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე, სუხიშვილების ანსამბლი ევროპული ტურის ფარგლებში, ევროპის 8 ქვეყნის 45 ქალაქში 48 კონცერტს გამართავს. ღონისძიებები ჩატარდება ბელგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში, თურქეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. ტურის ფარგლებში, ანსამბლი ევროპელ მაყურებელს ახალ და ტრადიციულ დადგმებსა თუ მუსიკალურ კომპოზიციებს, დაუვიწყარ ქორეოგრაფიას და სანახაობას შესთავაზებს.

ტრადიციების შენარჩუნებასთან ერთად, სუხიშვილების ანსამბლი მუდმივად მუშაობს ახლის ძიებასა და განვითარებაზე. კლასიკური, ტრადიციული პროგრამისა და თანამედროვე მოდერნიზმის ჰარმონიული სინთეზი კი სუხიშვილების თითოეულ კონცერტს მაყურებლისთვის დაუვიწყარ სანახაობად აქცევს.

„საქართველოს ბანკის“ გუნდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ სახელმწიფოებრიობის იდეა გარკვეულწილად ერთიანი წარსულის შეგრძნებასა და ნარატივს ეფუძნება. სუხიშვილების ანსამბლი კი ამ კულტურული წარსულის, ერის სულისკვეთების, ჩვენი თანამედროვეობისა და ქვეყნის მომავლის ერთიანობაა - ტრადიციული და თანამედროვე ელემენტების ჰარმონიული სინთეზი. მათი თვალისმომჭრელი შესრულება მნახველს დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს. სუხიშვილების წარმატებაზე კი მათ მიერ საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოპოვებული აღიარება მეტყველებს. თუმცა, ჩვენ, სუხიშვილების ანსამბლის მსგავსად, არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურული ღირებულებების მსოფლიოსთვის გაცნობას“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკის“ გუნდში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics