|
2023-10-18 11:09:56, 1019 ნახვა
ეკონომიკა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის ფესტივალი გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ფესტივალს, სამი დღის განმავლობაში, დევონის საგრაფო, დარტინგტონის სასახლე მასპინძლობდა. "ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით გაიმართა. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 20 ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე სხვადასხვა ღვინო. ქართული ღვინის წარდგენას, რომელსაც ღვინის მაგისტრები საარ ებოტი (Sarah Abbott) და ჯასტინ ჰოვარდ სნიდი (Justin Howard Sneyd) უძღვებოდნენ, ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ზრდის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვანია ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდისთვის. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული სამზარეულოც. აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია; შესაბამისად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება აქტიურად ხორციელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)