20:53 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-16 12:40:55, 719 ნახვა

საზოგადოება
„არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, მხარდამჭერიც რომ ვიყო“ - „იმედს“ ჟურნალისტი ტოვებს

ტელეკომპანია "იმედს" ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ტოვებს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს.

ფარცხალაძის განცხადებით, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა არ სურს.

"საარჩევნო წელი დაიწყო, პოლიტიკა კიდევ უფრო გააქტიურდა. მითხრეს, რომ პოლიტიკურ თემებზეც მომიწევდა მუშაობა. მე არ მინდა, ჟურნალისტიკიდან რომელიმე პარტიისთვის მუშაობა, ამ გუნდის მხარდამჭერიც რომ ვიყო, როგორც მოქალაქე. ახალს არაფერს ვამბობ, არხს გაცხადებული აქვს სარედაქციო პოლიტიკა. მივდივარ სახლში. მივდივარ მადლიერებით ხელმძღვანელების მიმართ - შესაძლებლობებისთვის, მხარდაჭერისთვის, ამ დრომდე შენარჩუნებისთვის... გულისწყვეტითაც მივდივარ... გზა გამოჩნდება!" - წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics