23:04 - 15 Jul, 2026
|
2023-10-15 17:04:14, 1005 ნახვა
მსოფლიო
CNN - ენტონი ბლინკენი ისრაელში ბრუნდება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მას შემდეგ, რაც ისრაელში 12 ოქტომბერს იმყოფებოდა, ქვეყანაში ჩასვლას ორშაბათს ისევ გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე, მეთიუ მილერზე დაყრდნობით ავრცელებს. მილერის თქმით, ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ამჟამად ეგვიპტეში იმყოფება. 7 ოქტომბერს, "ჰამასის" მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ის ისრაელში, შემდეგ კი იორდანიაში, კატარში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ენტონი ბლინკენი იორდანიაში პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)