|
2023-10-11 12:48:10, 777 ნახვა
საზოგადოება
ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის ქვეკომიტეტის (SPT) წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, რომლებიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გენერალური პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, მთავრობის ადმინისტრაციის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები. "შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ კომიტეტის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს სისტემაში მოქმედი დროებითი მოთავსების იზოლატორებისა და საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის შესახებ. ქვეკომიტეტის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს, რომელთა მიზანია საზოგადოების თითოეული წევრის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფა. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე უპასუხა ქვეკომიტეტის წარმომადგენელთა შეკითხვებს. აღსანიშნავია, რომ ქვეკომიტეტის ვიზიტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ითვალისწინებს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელისაგან თავისუფლებააღკვეთილ პირთა დაცვის გაძლიერებას. ვიზიტის საფუძველზე ქვეკომიტეტი შეიმუშავებს რეკომენდაციებს და მოამზადებს შესაბამის ანგარიშს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)