|
2023-09-29 15:09:03, 752 ნახვა
ეკონომიკა
ცინცაძე - მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია - მთავარი ფაქტორები საინვესტიციო აქტივობის, საქონლის, მომსახურების და ექსპორტის ზრდაა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდა მიმდინარე წლის აგვისტოშიც და არის მოლოდინი, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება მომავალ თვეებშიც. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ „საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას ისაუბრა, რომლის მიხედვით, 2023 წლის აგვისტოში ეკონომიკურმა ზრდამ 5.8% შეადგინა, ხოლო იანვარ-აგვისტოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.0%-ს გაუტოლდა. მისი თქმით, სექტორების მიხედვით ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს მშენებლობის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. „მაღალი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, ნარჩუნდება მაკროეკონომიკური სტაბილურობა და მცირდება საგარეო მოწყვლადობა, რასაც ხელს უწყობს გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა. ველოდებით, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გაგრძელდება მომავალ თვეებშიც, რაც პოზიტიურად აისახება როგორც სამუშაო ადგილების შექმნაზე, ასევე ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლების ზრდაზე", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)