23:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 15:21:40, 922 ნახვა

პოლიტიკა
კვერენჩხილაძე: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის რა შანსი აქვს ქუცნაშვილს, ამას ჯერ ვერავინ იტყვის

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განცხადებით, უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის დასახელება  მიღებული 4 კრიტერიუმის შესაბამისად მოხდება. ეს კრიტერიუმებია: მენეჯერული თვისებები, პრინციპულობა, პარტიული გავლენისგან თავისუფლება, პროფესიონალიზმი.
"საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა კონსულტაციები,  რამოდენიმე შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან. შესაბამისად, ის 4 კრიტერიუმი გარდა კანონისმიერი ცენზებისა, სწორედ  საპარლამენტო უმრავლეოსობის და საპარლამენტო ოპოზიციის  მონაწილეობითაა შემუშავებული. შესაბამისად, კანდიდატურები ყველა იქნება განხილული, თუმცა ამ კანდიდატურების  შერჩევა განხორციელდება სწორედ კანონით დადგენილი ფორმალური ნორმებისა და შემუშავბეული კონსესუსის შედეგად მიღებული 4 კრიტერიუმის გათვალსიწინებით",-განცხადა  გიორგი კვერენჩხილაძემ.
კითხვაზე-რა შანსი აქვს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ  ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა სურს, კვერენჩხილაძემ განაცხადა, რომ ამას ჯერ ვერავინ იტყვის, თუმცა აქვე დასძინა, რომ კრიტერიუმები, რომლითაც კანდიდატი უნდა შეირჩეს, ძალაში რჩება.
"მაგას ჯერ ვერავინ ვერ იტყვის, მოხდება შერჩევა და დაველოდოთ. 23 თებერვლამდე დასახელდება ერთი კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს პოსტზე,პერიოდულად პრეზიდენტს აქვს ინფორმაციები მათგან,  ვიზედაც შემოტანილია წარდგინებები.ზაქარიაზე წარდგინება შემოსულია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და შესაბამისად, პრეზიდენტმა აიცოდა, რომ ქუცნაშვილი კანდიდატი იყო. კრიტერიუმები ძალაში რჩება",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics