|
2023-09-26 10:18:29, 1375 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთი ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას დაესხა თავს - არიან დაშავებულები
რუსეთი წუხელ ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას ისევ დაესხა თავს. როგორც უკრაინული მედია ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით იტყობინება, დაზიანდა საგუშაგოს შენობა, საწყობები, 30-მდე სატვირთო მანქანა, დაიწვა 6 სატვირთო და დაშავდა 2 მამაკაცი. "იზმაილის რაიონში, პორტის მიმდებარედ ინფრასტრუქტურა დაზარალდა. დაშავდა 2 მძღოლი. ერთს ადგილზე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, მეორე კი, ხელის მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში მოათავსეს",- აცხადებს კიპერი. მისივე თქმით, ადგილზე გაჩენილი ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ცნობისთვის, რუსები ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურას 25 სექტემბრის ღამესაც დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად საზღვაო ტერმინალის შენობა, სასტუმრო და საწყობის შენობები დაზიანდა, გარდა ამისა, განადგურდა მარცვლეულიც.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)