08:14 - 07 Jul, 2026
|
2023-09-22 23:46:27, 1403 ნახვა
ომი უკრაინაში
NBC - ბაიდენმა ზელენსკის დაუდასტურა, რომ უკრაინას ATACMS-ის ტიპის რაკეტებს გადასცემენ
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაუდასტურა, რომ ვაშინგტონი კიევს მცირე რაოდენობით შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის ტიპის რაკეტებს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია NBC ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და კონგრესის ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მიიღებს უკრაინა შეიარაღებას და როდის გახდება ეს ინფორმაცია საჯარო. ცნობისთვის, უკრაინის ხელისუფლება თვეების განმავლობაში ითხოვს ATACAMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემას. ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი დაახლოებით 300 კილომეტრია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)