|
2023-09-18 16:21:33, 814 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი კადიროვზე - ადმინისტრაციას ნაკლებად აქვს შესაძლებლობა, რომ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გასცეს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის შესაძლო ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. პესკოვი ასევე გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, კვირას, მოსკოვში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩაფრინდა. პრესმდივანი ამბობს, რომ კადიროვისა და პუტინის შეხვედრა არ შემდგარა. "არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნაკლებად აქვს შესაძლებლობა გასცეს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამიტომ, ჩვენ აქ არაფერი გვაქვს სათქმელი",- განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა, სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება. ოპოზიციური ჩეჩნური "ტელეგრამ-არხი" იმასაც იუწყებოდა, რომ კადიროვი კომაში ჩავარდა. უკრაინულმა გამოცემა Obozrevatel-მა ჩეჩნური დიასპორის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი კომაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოცემა წერდა, რომ ჩეჩნეთის მეთაური მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანეს, თუმცა იქ ვერ დაეხმარნენ. ამასთან, კადიროვმა "ტელეგრამ-არხზე" გუშინ, 17 სექტემბერს რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სიცრუე უწოდა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და სიკვდილზე გავრცელებულ ცნობებს, თუმცა საგულისხმოა, რომ ვიდეოს ჩაწერის დრო და ადგილი არ დგინდება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)