|
2023-09-18 15:15:34, 1534 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ფულად გზავნილებში ევროკავშირი წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს
გასულ კვირაში, სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო. პროგნოზის მხრივ, ასევე უცვლელია საბაზო სცენარი, რომელიც წლის ბოლომდე განაკვეთის 9.5%-მდე დაწევას გულისხმობს. ამასთან, კომიტეტის პრესრელიზში დაფიქსირებული კომუნიკაციის ტონის გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული, რომ მიმდინარე წელს, შედარებით მხოლოდ მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მეტი შერბილებაც ვიხილოთ. აგვისტოს საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები კვლავ დაბალ ნიშნულზეა. დეტალური ჩაშლა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება, თუმცა „თიბისი კაპიტალის“ აზრით, მიზეზები წინა თვის ანალოგიური უნდა იყოს, როდესაც ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორს საერთაშორისო სასაქონლო ფასების ნორმალიზება წარმოადგენდა. დაბალი ზრდა ასევე გზავნილების კუთხითაც იკვეთება, თუმცა, როგორც ჩანს, აღნიშნული უფრო ერთჯერადი ფაქტორებითაა განპირობებული. მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოში რუსეთიდან გზავნილების უკვე მხოლოდ ძალზედ მცირედით კორექტირების შემდეგ, ევროკავშირი ინარჩუნებს ყველაზე მაღალ, 40.3%-იან ხვედრით წილს და წლიური ზრდის ტემპი აშშ დოლარში 21.8%-ს შეადგენს. მეორე ადგილზე რუსეთია, დაახლოებით 19.3%-ით, მე-3 ადგილს კი, 14.3%-ით ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს. გაეცანით პუბლიკაციის სრული ვერსიაა ბმულზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)