13:12 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-11 19:23:14, 832 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოლქებში ჩატარებული არჩევნები მკაცრად დაგმო

ევროკავშირმა მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოლქებში ჩატარებული არალეგიტიმური არჩევნები და აღნიშნა, რომ არ აღიარებს მათ შედეგებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა რუსეთს მოუწოდა, „დაუყოვნებლივ, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს თავისი ჯარი და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.

„ეს უკანონო ე.წ. „არჩევნები“ უკრაინაში ჩატარდა რუსეთის მიერ პასპორტების, მათ შორის ბავშვებისთვის იძულებითი და უკანონო გაცემის, იძულებითი დეპორტაციის, ადამიანის უფლებების ფართო და სისტემური დარღვევისა და უკრაინის მოქალაქეების დაშინებისა და მზარდი რეპრესიების ფონზე“, - განაცხადა ბორელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics