|
2023-09-08 15:59:31, 1260 ნახვა
სამართალი
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ოქროპირიძის საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევა არ დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ" გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ოქროპირიძის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს უფლება. კერძოდ, არ დარღვეულა საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, არ დარღვეულა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლოს თქმით, ასევე ვერ დადგინდა ნაფიც მსაჯულთა მიკერძოებულობა და არაობიექტურობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება 2014 წლის 2 სექტემბერს თბილისის ცენტრში მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც გიორგი ოქროპირიძემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ლაშა მახარაძე. გიორგი ოქროპირიძე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და მოსამართლემ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. „მომჩივანი დავობდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (სამართლიანი სასამართლოს უფლება). მსჯავრდებული მიუთითებდა, რომ საქმე განიხილეს და გადაწყვეტილება მიიღეს ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებიც მოექცნენ მედიით ინტენსიურად გავრცელებული ინფორმაციისა და მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების გავლენის ქვეშ და მტკიცებულებათა გამოკვლევისას დარღვეული იყო პროცესუალური წესი. სტრასბურგის სასამართლომ არცერთ ნაწილში არ გაიზიარა მომჩივანის პრეტენზიები და დაადგინა, რომ ეროვნულმა სასამართლომ მიიღო ყველა ზომა მსაჯულთა მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. რაც შეეხება მტკიცებულებათა გამოკვლევას სასამართლომ დაადგინა, რომ ამ დროს პროცესუალური წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია. რაც ნიშნავს იმას, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს, განხილული იყო პროცესის ყველა წესის დაცვით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე "ოქროპირიძე საქართველოს წინააღმდეგ" ადასტურებს, რომ აღნიშნულ საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესი სრულ შესაბამისობაში იყო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და სასამართლოს პრაქტიკასთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)