14:36 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 15:18:55, 809 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო - სომეხი ერი საკმარისად გონიერია, რომ არ წამოეგოს ნატოს მცდელობებს, მოაქციოს ქვეყანა ალიანსის გავლენის ქვეშ

სომეხი ერი საკმარისად გონიერია, რომ არ წამოეგოს ნატოს მცდელობებს, მოაქციოს ქვეყანა ალიანსის გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა რუსულ სამთავრობო მედია, TASS-თან საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, ნატოსთან საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით დაახლოებამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმესთვის დადებითი შედეგი მოიტანოს.

"ვხედავთ NATO-ს მცდელობებს, მოაქციოს საკუთარი მავნე გავლენის სფეროში არა მარტო უკრაინა, არამედ რუსეთის სხვა მეზობლები, ამ შემთხვევაში - სომხეთი. დარწმუნებული ვარ, სომეხ საზოგადოებას, სომეხ ერს აქვს სრულიად საკმარისი სიბრძნე, წინდახედულობა, თანამედროვე რეალობის ობიექტური გააზრება იმისათვის, რომ არ წამოეგოს NATO-ს მსგავს პროვოკაციულ, ანტირუსულ და ანტისომხურ მცდელობას, მოაქციოს სომხეთი საკუთარი გავლენის სფეროში. დარწმუნებული ვარ, რომ სომეხ ხალხს, სომეხ საზოგადოებას მშვენივრად ესმის ყველაფერი და გამოიტანს სწორ დასკვნებს, რომლებიც შეესაბამება სომხეთის გრძელვადიან უსაფრთხოების ინტერესებს", - განაცხადა გალუზინმა.

შეგახსენებთ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის თქმით, 11-დან 20 სექტემბრამდე სომხეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ერთობლივ სამხედრო წვრთნებს, EAGLE PARTNER 2023-ს ჩაატარებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics